„ქართული ოცნების“ გამოხმაურება

მსგავსი დაბალი რეიტინგის მქონე პოლიტიკური პარტიები ამ საარჩევნო პროცესში „ქართული ოცნების“ ინტერესს ნამდვილად არ წარმოადგენენ, – ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის დეპუტატი „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ლელო საქართველოს“ ლიდერებს, რომლებიც ხელისუფლებას მათ აქტივისტებზე  განხორციელებულ პროვოკაციებში, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული პარტიები ვერც „ქართულ ოცნებას“ და ვერც სხვა პოლიტიკურ პარტიებს კონკურენციას ვერ უწევენ. მისივე თქმით, მმართველი გუნდის მიზანია არა პოლიტიკური პარტიების დევნა, არამედ ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრა.