იმპორტირებული პროდუქციის ადგილობრივით ჩანაცვლება – თავდაცვის სამინისტრო ქართული ჯარისთვის ადგილობრივი სამხედრო წარმოების განვითარებაზე აქტიურად მუშაობს.
უკვე შექმნილია 50-მდე დასახელების ქართული პროდუქტი, რომლითაც თავდაცვის ძალები ორი წელია მარაგდება. მათ შორის სამხედროები უზრუნველყოფილნი არიან საქართველოში დამზადებული უნიფორმით. სრულად ქართული ტექსტილით სამხედრო ტანსაცმელი „დელტა ტექსტილის“ ბაზაზე იქმნება და ის ნატოს სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ აქტიურად მუშაობს შეიარაღების საქართველოში დამზადებაზეც, იგეგმება ტყვია-წამლის საწარმოს გახსნაც. სამომავლოდ კი ქართული სამხედრო პროდუქცია ექსპორტზე უნდა გავიდეს.