ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ეკლესიები უნდა გაიხსნას
ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები დღეიდან უნდა გაიხსნას. თუმცა, ჩიჩხიტურის კოშკსა და უდაბნოს მონასტერში მამები ჯერ არ შესულან. აღდგომის ტაძრის წინამძღვრის ინფორმაციით, მესაზღვრეებმა მათ განუცხადეს, რომ მოლოცვა ჯერ მხოლოდ აღდგომის ტაძარში შეუძლიათ. სასულიერო პირები ადგილზე იმყოფებიან, თუმცა ამბობენ, რომ მრევლის გარეშე მონასტერში შესვლას არ აპირებენ.
შეგახსნებთ, აზერბაიჯანში გამართული ვიზიტის შეჯამებისას პრემიერმა განაცხდა, რომ ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებულ ეკლესიებში გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება.