ქართული კომპანიები საერთაშორისო გამოფენაზე

40-მდე ქართული კომპანია სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, საერთაშორისო იმპორტის უმსხვილეს გამოფენაში, China International Import Expo მონაწილეობს.

გამოფენა შანხაიში მიმდინარეობს, საქართველო სამი პავილიონითაა წარმოდგენილი, ესენია: ეროვნული, საკვების, სასმელისა და საფეიქრო ინდუსტრიის პავილიონები. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ საქართველოს ისტორიას და კულტურას, დამწერლობას და ღვინის წარმოების ტრადიციებს, ასევე ნახონ ვიდეორგოლები და საინფორმაციო ბუკლეტები საქართველოს ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ.