ქართული კინოს ფორუმი

30 ივნისის ჩათვლით ბაკურიანი ქართული კინოს ფორუმს მესამედ უმასპინძლებს. ფორუმის სახელწოდებაა „ნახე პირველად ბაკურიანში“. პროექტი საზოგადოებას იმ ახალ ქართულ ფილმებს სთავაზობს, რომლებიც ფართო აუდიტორიას ჯერ არ უნახავს.

პროგრამა ზაზა ურუშაძის ბოლო ნამუშევრით, „ანტონი“, გაიხსნა, რომელიც ფილმის პროდიუსერმა – პაპუნა დავითაიამ წარადგინა. ბაკურიანის კინოფორუმს კინოკრიტიკოსები, ჟურნალისტები, რეჟისორები, პროდიუსერები და მსახიობები ესწრებიან. ღონისძიება ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით იმართება.