ძველი ქართული ფილმების ციფრულ მატარებლებზე გადატანა დაიწყო.
ეროვნულ არქივში ხანდაზმულობის მიხედვით შერჩეული ფირების სკანირება ახალი აპარატით ხდება.
ყველაზე ძველ ფირებთან ერთად, სპეციალისტებმა ისეთებიც შეარჩიეს, რომელთა ორიგინალი კინონეგატივების ეგზემპლარი ერთადერთია. 37 000 კინოფირიდან ნაწილი დაზიანებული და სარესტავრაციოა.