ქართული კინო ლაგოს კინოფესტივალზე

ქართული ფილმების რეტროსპექტივა იტალიაში.

ქალაქ რევინ ლაგოში მე-20 საუკუნის ცნობილი ქართველი რეჟისორების იმ ნამუშევრებს წარმოადგენენ, რომელთა რესტავრირება და ციფრულ მატარებლებზე გადატანა ბოლო წლებში მოხდა. ლაგოს კინოფესტივალს, სადაც ფილმებს აჩვენებენ, 17-წლიანი ისტორია აქვს.

ეროვნული კინოცენტრისა და არქივის თანამშრომლობით ფესტივალისთვის ქართული კინომემკვიდრეობიდან ხუთი ფილმია შერჩეული. მიზანი ქართული კინემატოგრაფიის პუპულარიზაცია და ფესტივალის აუდიტორიისთვის ნამუშევრების აღდგენილი ვერსიით ჩვენებაა.