ქართული ფილმები MUBI-ის პლატფორმაზე

ქართული ფილმები პრესტიჟულ საერთაშორისო პლატფორმაზე.

ალექსანდრე კობერიძის ორ ნამუშევარს, ასევე სალომე ჯაშის და თაკო შავგულიძის ფილმებს საავტორო კინოს ერთ-ერთი უმსხვილესი დისტრიბუტორი, „მუბი“ აჩვენებს. „მუბის“ იანვრის პროგრამაში 31 ნამუშევარს შორის ქართველი რეჟისორების ნამუშევრების მოხვედრა თანამედროვე ქართული კინოსადმი დიდ ინტერესზე მიუთითებს.

მხოლოდ იანვარში „მუბის“ ინტერნეტ პლატფორმაზე ოთხი ქართული ფილმი იქნება ნაჩვენები. ყველა ქართული კინოსურათის მთავარი თემა მსოფლიოში აქტუალური საკითხებია. საერთაშორისოდ აღიარებულ ქართულ ნამუშევრებს აუდიტორია პლატფორმაზე გაწევრიანებული 190 ქვეყნიდან იხილავს.