„აწარმოე საქართველოში“ - სააგენტოს ახალი პროგრამა

ქართული ფილმების კომერციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა დანერგა. პროგრამის ფარგლებში, ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმების ჩვენებები მოეწყობა საერთაშორისო დონის კინო ფესტივალებზე. ამასთან, ჩვენებებზე მოწვეული იქნებიან საერთაშორისო გაყიდვების აგენტები და დისტრიბუტორები, რაც ზრდის კონკრეტული ფილმის წარმატებულად გაყიდვის შანსს. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მოეწყო სააგენტოსა და და კინო-ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა, სადაც პროგრამის ავტორებმა დეტალურად გააცნეს პოტენციურ ბენეფიციარებს სიახლე. პროგრამაში მონაწილეობის მინიმალური დადგენილი კრიტერიუმია, მონაწილე იყოს გადაიღე საქართველოში პროგრამის ან ეროვნული კინოცენტრის ბენეფიციარი, ხოლო შემდეგ უკვე კომისიის მიერ შეფასდება მათი განაცხადები. სააგენტო სრულად აფინანსებს თავად ფილმის ჩვენების ხარჯებს.