ქართული ფილმები კანის ფესტივალზე

ქართული ფილმები კანში.

მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ საერთაშორისო კინოფესტივალზე ორი ქართული მხატვრული ნამუშევრის პირველი მარკეტინგული ჩვენება მოეწყო. ქვეყნის კინოინდუსტრიის პოპულარიზაციის და ფილმების გაყიდვების ხელშეწყობის მიზნით გამართულ ჩვენებას სხვადასხვა ქვეყნიდან ცნობილი პროდიუსერები და დისტრიბუტორები ესწრებოდნენ. ნანა ჯანელიძის და ირინე ჟორდანიას ნამუშევრების გარდა საქართველო კანის კინობაზრობაზე საკუთარი პავილიონითაც არის წარმოდგენილი, სადაც მსოფლიოს სხვადახვა ქვეყნიდან ჩასული კინომწარმოებლები ქართულ კინოინდუსტრიას და ფილმების წარმოების სპეციფიკას ეცნობიან.