ახალმა პარტიამ, „ქართული ფესვები“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარობის 5 კანდიდატი წარადგინა.
პარტია ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ემიგრანტებმა დააარსეს. მათი განმარტებით, პარტიის შექმნის მიზანი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გატარებაა. პარტიის წევრები აცხადებენ, რომ პარლამენტში მოხვედრის შემდეგ, კულტურის ლობისტები იქნებიან. „ქართული ფესვები“ კანდიდატებს ეტაპობრივად წარადგენს.