„სამანიშვილის დედინაცვალი“ ჰოლანდიაში

ჰოლანდიაში მოქმედმა ემიგრანტების სამოყვარულო თეატრმა სპექტაკლი „სამანიშვილის დედინაცვალი“ წარადგინა. კლასიკოსი მწერლის, დავით კლდიაშვილის ნაწარმოების მიხედვით, სპექტაკლი ლიეტუვიდან მოწვეულმა ქართველმა რეჟისორმა ბადრი წერედიანმა დადგა. სპექტაკლს ჰოლანდიისა და ბელგიის ეპისკოპოსი, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩი და გერმანიაში მცხოვრები ემიგრანტები დაესწრნენ.