ქაოტური განაშენიანების პრობლემა ბაკურიანში

საქართველო გამორჩეულია თავისი სამთო-სათხილამურო კურორტებით. უკვე ათწლეულებია განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ბაკურიანი. ეს პოპულარობა კურორტზე ბევრ დამსვენებელს იზიდავს. ბაკურიანს სტუმრობენ როგორც სამთო სპორტის მოყვარულები, ისე მშობლები რომლებსაც იქ ჰაერის გამოსაცვლელად ბავშვები ჩაჰყავთ. თუმცა, კურორტი და მისი ინფრასტრუქტურა, რომელიც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად და სამწუხაროდ ქაოტურად განვითარდა, ვეღარ უმკლავდება სტუმრების გაზრდილ რაოდენობას. გამოწვევაა განაშენიანება, კომუნიკაციები და გადაადგილება.

შალვა სუმბაძე დაინტერესდა როგორ და როდის იგეგმება პრობლემური მიმართულებების მოგვარება.