ფრისტაილის მსოფლიო თასის გათამაშება ბაკურიანში

90 სპორტსმენი 16 ქვეყნიდან – ბაკურიანი მსოფლიო თასის გათამაშებას მასპინძლობს.

ფრისტაილის მსოფლიო თასმა მოგულისა და დუალ მოგულის დისციპლინაში დღეს დილიდან აიღო სტარტი. კოხტაზე ფრისტაილის ყველაზე გრძელი ტრასაა მოწყობილი. ასპარეზობის პირველი დღის ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებულები. საერთაშორისო ტურნირი ხვალ დასრულდება.