ქალებზე ძალადობის საგანგაშო სტატისტიკას კიდევ ერთი შემთხვევა დაემატა.
საგარეჯოს რაიონში მამაკაცმა ყოფილი მეუღლე დაჭრა, მის ქმარს კი სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. კონტროლის გამკაცრების მიუხედავად, წლიდან წლამდე გენდერული ნიშნით ქალებზე ძალადობრივი ფაქტები სულ უფრო მზარდია. მძიმე სტატისტიკას ცნობიერების ამაღლებით და მიმართვიანობის მატებით ხსნიან. თუმცა, რთული ვითარებაა რეგიონებში, სადაც ძალადობის შემთხვევებზე დაზარალებულთა მიმართვიანობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. არასამთავრობო ორგანიზაციები რაიონებში საინფორმაციო კამპანიის გააქტიურებას ითხოვენ.