მკვლელობა კახეთში

21:11, 03.05.2019

85 წლის მამაკაცი ოთხი ადამიანის მკვლელობაში და მეუღლის დაჭრაშია ბრალდებული. დაკავებულს შვილის, რძლის და ორი ნათესავის მკვლელობაში ედება ბრალი.

შემზარავი შემთხვევა საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში მოხდა. კრიტიკულად მძიმეა ბრალდებულის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ოთხივე ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული.

დანაშაულის სავარაუდო მოტივად ოჯახური კონფლიქტი სახელდება. დაკავებულის შვილი, ცოლთან ერთად მამისგან ცალკე ცხოვრობდა, თუმცა სოფელში ჰყვებიან, რომ მათ შორის კონფლიქტი ხშირად ხდებოდა. როგორც ირკვევა, მეზობლად მცხოვრები ნათესავები ბრალდებულის სახლში მისივე თხოვნით მივიდნენ. არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებული ომარ გამყრელიძე ბრალს არ აღიარებს.

 

მსგავსი