ქალთა მიმართ ძალადობა და გენდერული თანასწორობა

ევროკავშირის მეცხრე რეკომენდაციის გარშემო პოზიციები თითქმის შეჯერდა. საუბარია იმ პუნქტზე, რომელიც ქალებზე ძალადობასთან საბრძოლველად ძალისხმევის გააქტიურებას გულისხმობს. ინიცირებულია სამი საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მომზადების პროცესში ოპოზიციის თითქმის სრული შემადგენლობა იყო ჩართული. ინიცირებული ცვლილებები გენდერული ნიშნით ძალადობის პრობლემის დასაძლევად კანონმდებლობის კიდევ უფრო გამკაცრებას, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას და გენდერული თანასწორობის წახალისებას გულისხმობს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ არაერთი პრევენციული ზომის მიუხედავად, ქალებზე ძალადობის ფაქტები წლიდან წლამდე სულ უფრო იმატებს.