კრემლისთვის აქტუალობას არ კარგავს საქართველოს და რუსეთის პირველი დიპლომატების შეხვედრა. ლავროვის უწყების რამდენიმე გამოხმაურების შემდეგ, ნიუ იორკში გამართულ პირისპირ დიალოგზე ახლა უკვე პუტინის პრესსპიკერი საუბრობს.
რიტორიკა ამჯერად შერბილებულია. სწორედ ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრის ფონზე პესკოვს სამომავლოდ ქვეყნებს შორის კონსტრუქციული დიალოგის იმედი აქვს.
რუსეთის პრესსპიკერის დღევანდელმა გზავნილმა თბილისში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. ოპოზიციის ნაწილმა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებაში ახალი საფრთხე დაინახა.