საწვავზე ფასების ზრდა გააპროტესტეს კახეთშიც. აქცია თელავის თეატრის წინ გაიმართა. მძღოლების მოთხოვნა საწვავზე ფასების დაწევა და აქციზის დროებით გაუქმებაა. მძღოლებმა საპროტესტო გამოსვლა პერფორმანსით დაასრულეს.