პროტესტი პროკურატურასთან. უწყებასთან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის, „გაბედეს“ წევრები იმყოფებიან. მათ საჩივარი წარადგინეს იმ პირების წინააღმდეგ, ვინც გუშინ მცხეთის მერიასთან გამართულ აქციაზე ძალა გამოიყენეს. აქციის მონაწილეების საჩივარი ადგილობრივი მაღალჩინოსნებისა და „ქართული ოცნების“ აქტივისტების წინააღმდეგ არის მიმართული, სულ 20-მდე პირზეა საუბარი.