პატიმრების მშობლებმა და ახლობლებმა პარლამენტის შენობის წინ შიმშილობა დაიწყეს. ისინი საყოველთაო ამნისტიის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ. მათი განცხადებით, პროტესტი მოთხოვნის შეუსრულებლობამდე გაგრძელდება. აქციის მონაწილეების საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ მსგავსი საკითხები აქციებით არ წყდება.