პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები დღეს დედაქალაქიდან ისევ რიონის ხეობაში დაბრუნდებიან. მათი თქმით, 16:00 საათზე, მას შემდეგ, რაც თანამოაზრეებს სიტყვით მიმართავენ, ავტოკოლონით რიონის ხეობისკენ დაიძრებიან.

პროტესტი ისევ იმერეთში გაგრძელდება და როგორც დაანონსებულია, კომპანია „ენკას“ აქციის მონაწილეები  მუშაობის შესაძლებლობას არ მისცემენ. გუმათის დასახლებაში კი სამართალდამცველებმა რიონის ხეობასთან დამაკავშირებელ გზაზე რკინის ჯებირები ისევ აღმართეს.

გენო ოსიყმაშვილი დეტალებით.