ნიკა გილაურმა ეკონომიკური პროგრამა წარადგინა

18:19, 05.10.2024

კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელმა პარტნიორმა და საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საჯარო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მისეული ხედვა წარადგინა და სტუდენტებს და დაინტერესებულ პირებს საჭირო რეფორმების გეგმა გააცნო. მედიასთან საუბარში ნიკა გილაურმა განმარტა, რომ პოლიტიკურ საქმიანობას არ გეგმავს, თუმცა მზად არის თავისი ხედვები სხვადასხვა პარტიას, ასევე პრეზიდენტს გააცნოს.

მსგავსი