ხუთი წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების საქმეზე, დაზარალებული არასრულწლოვნის მშობლებს, კახეთის საოლქო პროკურატურაში ბრალდების პოზიცია გააცნეს. გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გასაჩივრდება.
დაზარალებული არასრულწლოვანის მშობლებს და მათ ადვოკატს განუმარტეს, რომ პროკურატურა კატეგორიულად ეწინააღმდეგება და კანონშეუსაბამოდ მიიჩნევს გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ხუთი წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენაში ბრალდებული, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა.