პროკურატურის განცხადება

მარნეულში მოქალაქის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში  ბრიფინგი ჩატარდა. ჩვენ მას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ.

გავრცელებული ინფორმაციით, თემურ აბაზოვის დაკავების გარდა, მარნეულში ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში კიდევ სამი პირია მიცემული.

პასუხისგებაში მიცემულ პირთაგან 2 საკრებულოს მოქმედი წევრია.