სტიქია სოფელ კირაჩმუღანლოში

სტიქია სოფელ კირაჩმუღანლოში. ძლიერმა წვიმამ ნაკვეთები, ღობეები, შიდა გზები დააზიანა, დატბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. გარკვეული დროის განმავლობაში გადაკეტილი იყო ცენტრალური მაგისტრალიც.

მარნეულის რაიონის სოფელ კირაჩმუღანლოში ბოლო სამი დღეა ნალექია, თუმცა, ღამით მოსული წვიმა იმდენად ძლიერი იყო, რომ ადგილობრივებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ სოფელში მოუწესრიგებელია სანიაღვრე არხები, რის გამოც ყოველი ძლიერი წვიმის დროს მსგავსი პრობლემები ექმნებათ.

სტიქიის ზონაში ჩავიდა მარნეულის მერი. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახლებში წყალი შევარდა, მოსახლეობას ევაკუაცია საჭირო არ გახდა. მისივე განცხადებით, სალიკვიდაციო სამუშაოებში მუნიციპალიტეტი სრულად არის ჩართული.