აბაზოვის საქმე

მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შესახებ, პროცესზე მხარეებმა არგუმენტები წარადგინეს. დაცვის მხარე აცხადებდა, რომ გამოძიება დასრულებულია და თემურ აბაზოვის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა არ არსებობდა. სიტყვის უფლებით ისარგებლა თემურ აბაზოვმაც.  ბრალდებულმა ნაფიცი მსაჯულების მიერ მისი საქმის განხილვაზე უარი განაცხადა.

საქმის არსებითი განხილვა რუსთავის საქალაქო სასამართლოში 20 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა. აბაზოვს გუშინ ბრალიც დაუმძიმდა.