პროკურატურის განცხადება

პროკურატურამ გავრცელებულ ფარულ ფაილებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. პროკურატურა გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს ყველას, ვისთანაც შესაძლოა ინახებოდეს უკანონო ჩანაწერები და მასალები. ამასთან, საგამოძიებო უწყება იმ მედია საშუალებებს, რომლებსაც გააჩნიათ აღნიშნული მასალა, მიმართავს, ამჯერად მაინც ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მიაწოდონ მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები.

„ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პირადი და პერსონალური ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისგან“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

თემაზე კომენტარი პრემიერ მინისტრმაც გააკეთა.