პროკურატურამ მოქალაქე დაჩი ფ-ს საქმეში პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დაადასტურა
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი ფ-ს საქმეზე გამოძიება დაასრულა და პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენა არ დაადასტურა.
2016 წელს გამოძიება სწორედ ამ მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელიც პოლიციელებს მისი დაკავებისას ძალადობაში ადანაშაულებდა.
გამოძიებამ საქმეზე განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ 2016 წელს პოლიციელზე თავდასხმისთვის და ასევე განზრახ დანაშაულისთვის ნასამართლევის საქმეზე მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, მათ შორის ექსპერტიზები.
ასევე, უწყების ცნობით, მოქალაქე 2016 წლის 2 დეკემბერს სხვა პირებთან ერთად იმყოფებოდა ნუცუბიძის პლატოზე, პოლიციელთა მისვლის შემდეგ კი ეს პირი გაიქცა და ხევში გადახტა, რის შედეგადაც მიიღო სხეულის დაზიანებები. ამ პირის დაკავება კი რამდენიმე საათში თბილისის ერთ-ერთ უბანში მოხდა და მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა.
როგორც მან ოქმში ჩაწერა, დაზიანებები დაცემის შედეგად ჰქონდა მიღებული.