პროკურატურამ გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილი ინსპექტორი დააკავა

პროკურატურამ გლდანის მე-8 დაწესებულების საპყრობილის რეჟიმის ყოფილი ინსპექტორი კახა ყალიჩავა დააკავა. დაკავების შესახებ დღეს პროკურატურაში გამართული შეხვედრიდან გახდა ცნობილი. პროკურორი კოკა კაციტაძე პატიმარ დანტე რეხვიაშვილს და პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ ზვიად შინჯიკაშვილს შეხვდა.

ყოფილი პატიმარი რეხვიაშვილი აცხადებს, რომ დანაშაულის აღიარების მოტივით მას გლდანის ნომერ მერვე საპყრობილეში ციხის ყოფილი თანამშრომელი კახა ყალიჩავა სცემდა. რაც შეეხება პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ ზვიად შინჯიკაშვილის საქმეს, მისი განაჩენის გადახედვის მიზნით პროკურატურა სამართლებრივ პროცედურებს დაიწყებს. თავად შინჯიკაშვილი და გამოძიება აცხადებენ, რომ ხულიგნობის მუხლით მისი დაკავება მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ შინჯიკაშვილი 2011 წლის 26 მაისის აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო.