პროფესიული სწავლების სრულიად ახალი მოდელი „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიაში“ - რა გზით მოიპოვებს ბიზნესი კვალიფიციურ კადრებს და როგორ იზრდება კურსდამთავრებულთა დასაქმების შანსი
სწავლების ახალი მოდელი შემუშავდა პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის.
პროფესიული განათლების მისაღებად კოლეჯში ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება. სხვადასხვა პროფესიის სასწავლო პროგრამების მომზადება და სტუდენტების მიღება შესაბამისი პროფილის კერძო კომპანიებსაც შეეძლებათ. ასეთ შემთხვევაში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შანსი იზრდება და კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს დასაქმება პრაქტიკულად განარინტირებული აქვს.