პროექტი „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“

„პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ – პროექტს სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს.
პროექტის მიზანია სასოფლო-სამეურნეო საექსტენციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, რაც გულისხმობს ინოვაციური და კლიმატ-გონივრული ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და ციფრული ექსტენციის სერვისების დანერგვას. კონფერენციის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის განვითარების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა. უწყებებს შორის თანამშრომლობა ითვალისწინებს სოფლის განვითარების სააგენტოს შესაბამისი სამსახურების გამოცდილების გაზიარებას აჭარის რესპუბლიკაში მცხოვრები ფერმერებისთვის საექსტენციო მომსახურების გაძლიერების მიზნით.