პროფესიული სასწავლებლების მზადება

განათლების სამინისტროში კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გრძელდება. ამჯერად მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა ონლაინ სამუშაო შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლებთან გამართა.

შეხვედრის მიზანი იყო კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების იდენტიფიცირება და პროფესიული განათლების კონტექსტში, მათი გადაჭრის გზების შეთავაზება. ამავე დღეს, ასოციაციისა და ბიზნესის წარმომადგენლები საინფორმაციო ტექნოლოგიების კოლეჯს ესტუმრნენ, სასწავლო გარემო დაათვალიერეს და არსებულ პროგრამებს გაეცნენ.