სამუშაო ადგილზე ძალადობისა და შევიწროების ფაქტები და პრობლემის აღმოფხვრა – პროფესიული კავშირების გაერთიანება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 190-ე კონვენციის მნიშვნელობაზე საუბრობს. კონვენციის მიხედვით, სახელმწიფომ უნდა დაიცვას ნებისმიერი ადამიანი ყველა სახის შევიწროებისგან. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის გარდა, ყურადღება გამახვილდეს ეკონომიკურ მდგომარეობაზეც, რაც ქალების დასაქმების მაჩვენებელსაც გაზრდის.