ძალადობა რესტორან „რეტროში“ და შრომის ინსპექციის გადაწყვეტილება

ფიზიკური ძალადობის შემთხვევა ბათუმში – რესტორნის მფლობელი მისი თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფისთვისაა დაკავებული. ინციდენტი რესტორან „რეტროში“ მოხდა. არსებობს ფაქტის ამსახველი ვიდეომასალაც. ობიექტის მეპატრონე მიმტანს მაშინ დაუპირისპირდა, როცა თანამშრომელმა მფლობელის მიერ შეთავაზებული ახალი სამუშაო წესების გამო, უკმაყოფილება გამოთქვა.

რესტორანში დასაქმებული პირები არასათანადო სამუშაო გარემოსა და დამამცირებელ მოპყრობაზე საუბრობენ. ბრალდებას კონტრბრალდებით პასუხობს დაკავებულის ინტერესების დამცველი. შრომის ინსპექციის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შემდეგ, ამ მომენტისთვის ობიექტი დახურულია.