ფემიციდი თელავში

ფემიციდის კიდევ ერთი შემთხვევა საქართველოში. მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

თელავში მომხდარი დანაშაულის ჩადენამდე რამდენიმე დღით ადრე ქალზე ფიზიკურ ძალადობასაც ჰქონდა ადგილი, რისთვისაც თორნიკე გამხვეტელაშვილი დაკავებული იყო, თუმცა ის მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მიაყენა ქმარმა მეუღლეს შვილების თვალწინ ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები.