თავდასხმა თბილისში

გვიან ღამით, პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს თავს დაესხნენ. ჩიქოვანის თქმით, თავდასხმა მისსავე სახლთან, საღამოს საათებში მოხდა. მას დაზიანება სახისა და თავის არეში აქვს მიყენებული. ფიზიკურ ძალადობაში დიმიტრი ჩიქოვანი „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს. ასევე, წუხელ გვიან ღამით თავს დაესხნენ ექსპერტს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ძმას, გია ჯაფარიძეს. მისი თქმით, მას სახლის სადარბაზოსთან დახვდნენ. ორივე პაციენტი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე შეკრებილები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და სხვა ოპოზიციური პარტიების წევრები. დიმიტრი ჩიქოვანიც და გია ჯაფარიძეც ამ დრომდე დაკვირვების მიზნით საავადმყოფოში რჩებიან.

კლინიკის ექიმის განცხადებით, მათი მდგომარეობა საყურადღებოა.