პროფესიული განათლების ახალი ხედვა

კვალიფიციური კადრების დეფიციტი – სხვადასხვა სექტორში ვაკანსიების დიდი რაოდენობის მიუხედავად, კერძო სექტორი შესაბამისი კადრების ნაკლებობაზე წლებია საუბრობს.

როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა – მთავრობამ პროფესიული განათლების განვითარების ზოგადი ხედვა უკვე შეიმუშავა, პრეზენტაციის ფორმატში ის ბიზნესსა და საზოგადოებას წარუდგინა. ძირითადი სიახლე პროფესიული განათლების სასკოლო პროგრამებში ინტეგრირებაა.