დასაქმების ხელშესაწყობად დანერგილი პროგრამა გრძელდება.
ახალი ნაკადის მისაღებად რეგისტრაცია უკვე დაიწყო. დასაქმების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი გადამზადების და მომზადების მოკლევადიან კურსს მოიცავს. პროგრამა დამსაქმებელი კომპანიების მოთხოვნების მიხედვით არის შედგენილი, ამიტომ მასში მონაწილეობა დასაქმების შანსს მკვეთრად ზრდის. პროექტის ავტორი დასაქმების სააგენტოა, რომელიც პროფესიულ სასწავლებლებთან აქტიურად თანამშრომლობს.