„ისწავლე და დასაქმდი“ - თბილისის მერიის პროგრამა

იწყება თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“. რეგისტრაცია 30 მაისამდე გაგრძელდება. პროგრამაში მონაწილეობის მიღება თბილისის ნებისმიერ სრულწლოვან მცხოვრებს, ქალაქის მერიის ვებ გვერდზე განთავსებული ელექტრონული აპლიკაციის შევსებით შეუძლია. დედაქალაქის მერიის პროექტი პროფესიული განათლების ხელშეწყობასა და შრომის ბაზარზე კვალიფიციური კადრების მომზადებას ისახავს მიზნად.