საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ახალი, ორწლიანი პროექტის პრეზენტაცია გამართა.
პროექტი საქართველოში იურიდიული პროფესიისა და მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებას ისახავს მიზნად. აქტივობები დაგეგმილია განგრძობადი იურიდიული განათლების მიმართულებით, ასევე, გაიმართება სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება ადგილობრივ და რეგიონულ დონეებზე. პროექტის ფარგლებში, შემუშავდება ასოციაციისთვის ახალი კონცეფცია და მოხდება ეთიკის კომისიის გაძლიერება.
პროექტს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს.