ტელეკლინიკის პროექტის პრეზენტაცია

ტელეკლინიკის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრში. პროექტის ფარგლებში, აივ ინფიცირებულებს და ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოლოგიური კონსულტაციები ჩაუტარდებათ ტელეფონით, ინტერნეტით და ვიდეოზარების საშუალებით. ინიციატივას საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი. პროექტი გლობალური ფონდის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ არის დაფინანსებული. ტელეკლინიკის მოდელის ხანგრძლივობა 5 თვეა.