პროექტის, „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია იმყოფებოდა.
შეხვედრაზე მან სტუდენტებს ქართული ჯარის ამოცანები, მიმდინარე რეფორმები, კარიერული განვითარების პერსპექტივები და განათლების მიღების შესაძლებლობები გააცნო. ბრიგადის გენერალმა განვლილი პროფესიული გზაც გაიხსენა და ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა.