მოქალაქეები, რომლებიც საკრედიტო ორგანიზაციებიდან სესხებს იღებენ, შესაძლოა ყოველდღიური შანტაჟის და მუქარის მსხვერპლნი არმოჩნდნენ. საუბარია ე.წ. ამომღებ კომპანიებზე, რომლებიც სხვადასხვა ხერხით პრობლემური სესხის დაბრუნებას ცდილობენ. თუმცა მეთოდები, რომლებსაც ისინი მიმართავენ, ხშირ შემთხვევაში ყოველგვარ ზღვარს და კანონს სცდება. გარდა იმისა, რომ კონტროლს მიღმა მოქმედი კომპანიები მოქალაქეებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ, ზოგჯერ მსესხებლებს სასამართლოს გაყალბებულ გადაწყვეტილებებსაც კი უგზავნიან. როგორ უნდა დაიცვას ასეთ დროს საკუთარი უფლებები ადამიანმა და ვინ უნდა დაარეგულიროს პრობლემური სესხების ამომღები კომპანიების საქმიანობა – თემაზე მარიამ ბერძენიშვილი მუშაობდა.