პრობლემები და ტექნიკური შეფერხება საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესში.
მშობელთა ნაწილის განცხადებით, სააგენტოს ვებ-გვერდი ხარვეზებით მუშაობდა, რის გამოც ბავშვების დარეგისტრირება ვერ შეძლეს.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძე კი ამბობს, რომ საიტის მუშაობისას ტექნიკური ხარვეზები არ ყოფილა და შეფერხებების მიზეზი ინტერნეტ-პროვაიდერების პრობლემები იყო.
საბავშვო ბაღებში საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დღეს 12 საათზე დაიწყო და ამ დროისთვის 12 ათასამდე აღსაზრდელია დარეგისტრირებული. ვაკანტური რჩება სამი ათასი ადგილი.