პრობლემური ინფრასტრუქტურული პროექტები  

დაუსრულებელი ობიექტები და უხარისხოდ ჩატარებული სამშენებლო სამუშაოები ფოთში პოლიტიკური უთანხმოების თემაა.

მილიონების დახარჯვის მიუხედავად, ქალაქს არც თეატრის შენობა და არც სტადიონი არ აქვს. მერიის დაკვეთით ჩატარებული მასშტაბური რეაბილიტაციიდან ხუთი წლის შემდეგ ფოთის სახელმწიფო თეატრი დანგრევის პირასაა მისული. სატენდერო პირობები დაირღვა სტადიონის მშენებლობის პროცესშიც.

„მოამბე“ დაინტერესდა, ვის ეკისრება შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა და ანაზღაურდება თუ არა ქალაქისთვის მიყენებული ზარალი.