შშმ პირებისთვის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად კლინიკებს შესაძლოა გარკვეული ვალდებულებების შესრულება მოუხდეთ.
სტომატოლოგიური კლინიკების, ასევე პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების დიდი ნაწილი მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს. არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საჭირო ინფრასქტრუტურა, პრობლემურია სპეციფიკურ მიდგომებში სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის დონეც, რას საბოლოო ჯამში სამედიცინო სერვისების ხარისხზე აისახება. ამ კუთხით არსებულ ხარვეზებს კვლევებიც ადასტურებს. მას შემდეგ, რაც ახალი სტანდარტები გაიწერება, მათი დარღვევა შესაძლოა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან კონკრეტული კლინიკის გათიშვის მიზეზი გახდეს.