ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მიმდინარე წლის მეორე კვარტლის საპრივატიზაციო გეგმა 100.3%-ით შეასრულა. სამინისტროს ცნობით, პრივატიზაციის შედეგად, სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტში, 2024 წლის მეორე კვარტლის გეგმით გათვალისწინებული 37 000 000 ლარის ნაცვლად, 37 000 102 ლარზე მეტი გადარიცხა.