პრეზიდენტის იმპიჩმენტი - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის კონსტიტუციურ წარდგინებაზე ინფორმაციას ავრცელებს. საქმე განსახილველად გადაეცა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას ერთი თვის ვადაში წარუდგენს. ინფორმაცია განხილვის თარიღის შესახებ დამატებით გავრცელდება. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურაზე კეთდება პოლიტიკური შეფასებები.