ზურაბიშვილის ვეტო - პარლამენტის გადაწყვეტილება

საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტის მორიგ ვეტოს ძლევს.

საქმე საარჩევნო კოდექსში გატარებულ ცვლილებებს ეხება, რომლის მიხედვითაც ცესკო-ს დაკომპლექტებაში პრეზიდენტი მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. საარჩევნო ადმინისტრაციაში კი უქმდება ოპოზიციის კვოტით თავმჯდომარის მოადგილის ადგილი.

ოპოზიცია პრეზიდენტის პოზიციას იზიარებს და მმართველ გუნდს არადემოკრატიული ნაბიჯის გადადგმაში ადანაშაულებს. „ქართული ოცნება“ ბრალდებებს ბრალდებებით პასუხობს. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე ითქვა, რომ ისინი არ შეიცავდა იურიდიულ არგუმენტაციას, ოპოზიცია კი „ქართული ოცნების“ შეფასებით, არჩევნების საბოტაჟისთვის ემზადებოდა.